• განახლების თარიღი: 27-07-2024
background

ელენთის სიმსივნეები

ელენთის სიმსივნეები

 

რა არის ელენთა?

ელენთა, ენის ფორმის ორგანო, მდებარეობს მუცლის ღრუს მარცხენა ნაწილში, მარცხენა ნეკნთა რკალის უკან, კუჭის გვერდით. ელენთა სისხლმბადი ორგანოა, სისხლის მაღალი ნაკადით, რომელიც ასუფთავებს სისხლს დაზიანებული და დაშლილი სისხლის წითელი უჯრედებისგან, ბაქტერიებისგან. ის წარმოადგენს სისხლის უჯრედების რეზერვუარს. მიუხედავად იმისა, რომ ელენთა წარმოადგენს იმუნური სისტემის მნიშნელოვან ნაწილს, ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება ელენთის გარეშე, როცა ის ამოღებულია რეტიკულოენდოთელური სისტემიდან,რადგან ღვიძლი ითავსებს ელენთის ფუნქციებს.

 

რა არის ელენთის სიმსივნე და მისი ტიპები

ელენთაში  უცხო მასების და კვანძების არსებობას ელენთის სიმსივნე ეწოდება. სხვა პარენქიმული ორგანოების სიმსივნეებთან შედარებით უფრო ნაკლებად გავრცელებულია. ელენთის სიმსივნეები დაყოფილია ლიმფურ და არალიმფურ ჯგუფებად. ელენთის სიმსივნეები შეიძლება იყოს პირველადი, ელენთის ქსოვილებიდან წარმოქმნილი, ისე სხვა ორგანოებიდან, მაგალითად ფილტვებისა და მკერდის სიმსივნეების მეტასტაზირების შედეგად.

 

სიმსივნის  ყველაზე გავრცელებული სახეებია:

კეთილთვისებიანი ვასკულარული  სიმსივნეები

- ჰემანგიომა

-ლიმფანგიომა

- ლიტორალური უჯრედოვანი ანგიომა

-ანთებითი ფსევდოსიმსივნე

-ჰამარტომი

ავთვისებიანი სიმსივნეები

-არაჰოჯკინის ლიმფომა (NHL)

-ანგიოსარკომა

.-ჰემანგიოსარკომა

- მეტასტაზური სიმსივნეები

 

რა არის ელენთის სიმსივნის კლინიკური მახასიათებლები და დიაგნოსტიკური მეთოდები?

ელენთის სიმსივნეებს არ გააჩნიათ კონკრეტული კლინიკური ნიშნები, რომლებიც იწვევენ სპეციფიკურ ჩივილებს. ის ჩვეულებრივ აღმოჩენილია შემთხვევით, ისეთი გამოკვლევების შედეგად, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), როცა  პაციენტებს აღენიშნებათ სხვა დაავადებები და ჩივილები, ან ოპერაციების დროს, როგორიცაა ლაპაროტომია და ლაპაროსკოპია. ყველაზე გავრცელებული  ნიშანია არის ელენთის გადიდება. გარდა ამისა, შესაძლოა  გამოვლინდეს ტკივილი და მომატებული  მგრძნობელობა მუცლის ზედა ნაწილში. შეიძლება წარმოიშვას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ანემია, სიმსივნის ზომის გამო, სისხლში გრანულოციტების სიმკვრივის არანორმალური დაქვეითება და თრომბოციტების დონის დაქვეითება

სისხლის ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას ელენთის ფუნქციონირების შესამოწმებლად და სიმსივნის ნიშნების აღმოსაჩენად. დიაგნოსტიკა, მკურნალობის პროცესი იწყება რენტგენოლოგიური კვლევების გამოყენებით, როგორიცაა ულტრაბგერითი, CT და MR.

 

ელენთის სიმსივნის არსებობის ნიშნები და სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ ელენთის სიმსივნეების არსებობა ჩვეულებრივ არ იწვევს მნიშვნელოვან ჩივილებს, არსებობს გარკვეული ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც ყველაზე მეტად გავრცელებულია:

NHL: გადიდებული ელენთა (სპლენომეგალია) სტრუქტურული ცვლილებები

ანგიოსარკომები: ტკივილი მუცლის ზედა კვადრატში და პალპაციით მუცლის ღრუში უცხო მასები

მეტასტაზური სიმსივნეები: ელენთის გადიდება

ჰემანგიომა:  ძირითადად ასიმპტომურია.

ლიმფანგიომა: ძირითადად  ასიმპტომურია

ანთებითი ფსევდოსიმსივნე: ვლინდება სისუსტე, ცხელება და წონის დაკლება.

 

როდის უნდა დაიწყოს მკურნალობა?

თუ პაციენტს  აქვს მუცლის ძლიერი ტკივილი, ანთების ნიშნები,  მეორადი ელენთის ინფექცია და გახეთქვის მაღალი რისკი, მკურნალობის პროცესი დაუყოვნებლად უნდა დაიწყოს.

 

რა არის ელენთის სიმსივნის მკურნალობის მეთოდები?

ნებისმიერი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნესთვის ელენთა ქირურგიული მკურნალობა. ნაწილობრივი ან სრული სპლენექტომია ტარდება სიმპტომური კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის, გახეთქვის რისკით. სპლენექტომია შეიძლება ჩატარდეს ღია ქირურგიით (ლაპაროტომია) ან ლაპაროსკოპიული ქირურგიით.

 

როგორ ხდება პაციენტების დინამიკაში  მონიტორინგი თუ არ ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა

სიმსივნეებს, რომლებიც არ საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას და შესაბამისად  მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი. პროცესი შეიძლება დაიგეგმოს ულტრაბგერითი კონტროლით ყოველ 6 თვეში პირველ წელს. თუ ამ პერიოდში ცვლილებები ან ჩივილები არ არის, შესაძლოა დინამიკაში მონიტორინგი განხორციელდეს წელიწადში ერთხელ. თუმცა, ჩივილების  ან კლინიკური სურათის შეცვლის შემთხევაში შესაძლოა  საჭირო გახდეს CT ან MR მეთოდის გამოყენება.

 

როგორ ხდება ოპერაციული მკურნალობის შემდგომ პაციენტების დინამიკაში მონიტორინგი

მეთვალყურეობა არ არის საჭირო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებოდა ელენთის კეთილთვისებიანი სიმსივნე და ჩაუტარდათ სრული სპლენექტომია. თუმცა, თუ ჩატარდა ელენთა შემნახველი ქირურგიული ოპერაცია, მიუხედავად კეთილთვისებიანი დიაგნოზისა, რეციდივის შემთხვევაში სავალებულოა დინამიკაში.

ავთვისებიანი სიმსივნეების შემდგომი დაკვირვება ხორციელდება ონკოლოგის მიერ. ისევე როგორც კიბოს ყველა მკურნალობისას, ელენთის სიმსივნეებისთვისაც დაგეგმილია პირველი 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი შემდგომი პერიოდი. ამ პერიოდში ხდება სიმსივნეზე დინამიკაში მჭიდრო დაკვირვება

 

მეორდება ელენთის სიმსივნეები?

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ კეთილთვისებიანი სიმსივნე და ჩაუტარდათ სრული სპლენექტომია, რეციდივის რისკი არ არსებობს.  თუმცა, თუ ჩატარდა ნაწილობრივი სპლენექტომია  ან ავთვისებიანი სიმსივნეა, პროცესი სხვაგვარად მიმდინარეობს. განსაკუთრებით კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება განმეორდეს მკურნალობამდე გამოვლენილ მიდამოში. ეს რეციდივი შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნის არასრული მოცილებით ან სიმსივნის შიგნით კარცინომის არსებობით.

ავთვისებიანი სიმსივნის  დიაგნოზის შემთხვევაში ტარდება სრული სპლენექტომია  და ამ შემთხვევაში რეციდივი ხდება მუცლის არეში ან სხვა შორეულ რეგიონში.

 

+90 535 491 45 56
Დარეკე ახლა
+90 535 491 45 56
Whatsapp