კანის მოვლა
კანის მოვლა აუცილებელია ყველა ქალისთვის და მამაკაცისთვის. დაბერების პროცესით გამოწვეული დეფორმაციები და ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევია მოვლილ კანზე, თუმცა ბევრი გარემო პირობები ახდენს გავლენას თქვენი კანის ჯანმრთელობასა და ვიზუალზე, მათ შორის მაჯიაჟი, კვება, ჰაერის დაბინძურება,სტრესი, სეზონური ცვლილებები, მზის ულტრაიისფერი სხივები. მათი ზეგავლენა შესაძლოა კანზე აისახოს ლაქების, აკნეს, სიწითლის, გამონაყარის, მომატებული ცხიმიანობის ან სიმშრალის სახით. გარემო პირობების გავლენის შემცირების მიზნით, აუცილებელია კანის გასუფთავება და რეგულარული მოვლა.
როგორ ხდება კანის მოვლა?
სათანადოდ სწორად შერჩეული კანის მოვლის რუტინისთვის და წმენდისთვის აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი კლინიკაში, რადგან სახლური მეთოდები და პროცედურები არ არის საკმარისი კანის ღრმა და საფუძვლიანი დასუფთავებისთვის.
პილინგი (აქერცვლა) წარმოადგენს კანის მოვლის პირველ ნაბიჯს. პროფესიონალურად ჩატარებული პილინგის დროს, კანი თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან და ფორები მზადდება გასაწმენდად. შემდეგ ეტაპზე ხდება ღრმა წმენდა თქვენი კანის ტიპის და საჭიროებების მიხედვით, პრობლემების ანალიზი. პროცედურის დროს, ცხელი ჰაერით ან ორთქლის აბაზანებით გახსნილი ფორები უფრო კარგად იწმინდება. პროცედურა სრულდება კანის ტიპის მიხედვით შერჩეული ნიღბით და დამატენიანებელი კრემით კანის სრული რეჰიდრატაციისთვის.